ფეხბურთი

13:38 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი ბოსნიასთან მატჩზე: „ჯამში კმაყოფილი ვარ“

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა, ჟურნალისტებთან ბოსნია- ჰერცეგოვინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 3 ივნისს, ბრიტანელებმა ბოსნიელებს ანგარიშით 3:0 მოუგეს. გოლები კოულ პალმერმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და ჰარი კეინმა გაიტანეს.

„ეს იყო შესაძლებლობა დამენახა როგორ ასრულებენ სხვადასხვა კომბინაციას, შემემოწმებინა მოთამაშეები სხვადასხვა პოზიციებზე. დებიუტანტებიც გამოვცადეთ. ჯამში კმაყოფილი ვარ", - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს ინგლისის ნაკრების ოფიციალური სოციალური მედიის არხი X-ზე (ყოფილი ტვიტერი). ⠀

ინგლისელები მომდევნო მატჩში ისლანდიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 ივნისს, „უემბლის“ სტადიონზე გაიმარებს და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ევრო 2024-ზე ინგლისი C ჯგუფში სლოვენიას, დანიასა და სერბეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093552