ფეხბურთი

22:17 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ირის ანტმანის გუნდმა, თბილისში, კვიპროსის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, თეონა ბაქრაძის მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 12 და 16 ივლისს, ბელარუსთან საკუთარ მოედანზე და სტუმრად ლიეტუვასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094997