ფეხბურთი

23:28 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგ ლოსანო კარიერას MLS-ში გააგრძელებს

პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი ირვინგ ლოსანო კარიერას „სან დიეგოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მექსიკელი ამერიკულ კლუბს 2025 წლის თებერვალში შეუერთდება, როდესაც „სან დიეგო“ MLS-ში თამაშს დაიწყებს. მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ირვინგ ლოსანომ გასულ სეზონში პსვ-ს მაისურით 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე მექსიკელი „ნაპოლისა“ და „პაჩუკაში“ თამაშობდა, ხოლო იმავე პსვ-ს ღირსებას 2017-2020 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169431