ფეხბურთი

18:30 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "სამტრედია" და "სამგურალი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „სამტრედიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ.

მასპინძლები 30-ე წუთზე ინიგო მარტინის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ლუკა და ნიკა ხორხელის გოლებით უპასუხეს და ტაიმი მოიგეს. თუმცა, 59-ე წუთზე ფრანსუა ეკონგოლომ აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

„სამგურალი“ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 16 ქულით მეათეა და წინ გორის „დილასთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158788