ფეხბურთი

19:00 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დინამო თბილისი 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი გახდა.

გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით „დინამო თბილისის“ აკადემიაში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი 59 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 53 ქულით იბერია 1999 გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე ბათუმის დინამოს ასაკობრივი გუნდი გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.052908