ფეხბურთი

13:20 | 17.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა შეიძლება იანვარში თურქეთში გადავიდეს

„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა იანვარში „გალათასარაიში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, დიბალას აგენტი სტამბოლში იყო, სადაც „გალათასარაის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. არგენტინელის გამოსასყიდი ფასი 12 მილიონი ევროა, რომლის გადახდას თურქები აპირებენ.

დიბალას მიმდინარე სეზონი წარუმატებელი აქვს, 18 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და „რომასაც“ სურს მისი გაშვება, რადგან ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

პაულო დიბალამ „რომაში“ 2022 წლიდან დღემდე 95 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „იუვენტუსსა“ და „პალერმოში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093393