ფეხბურთი

20:53 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გამარჯვების გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ზირამ“ სტუმრად „საბაილი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის 77-ე წუთზე დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან და დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს. პაპუნაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლია, მე-12 მატჩში.

„ზირა“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 იანვარს, „არაზს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098895