სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:21 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: ბარკოლა პსჟ-ში კვარაცხელიას ტრანსფერით გაოცებული იყო

ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლა გაოცებული იყო, როცა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა.

საქმე ისაა, რომ ბარკოლა მარცხენა გარემარბია, საკმაოდ კარგი სეზონიც აქვს, მაგრამ კვარაც მის პოზიციაზე თამაშობს. გავლენიანი გამოცემა სწორედ მოსალოდნელ კონკურენციაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ლიონის“ აღზრდილი ფეხბურთელი გაოგნებული იყო, როცა დაინახა, რომ კლუბმა გამოაცხადა კვარაცხელიას ტრანსფერი. ჯერ კიდევ გასარკვევია, სურს თუ არა ლუის ენრიკეს, რომელსაც ფეხბურთელებს შორის კონკურენცია უყვარს, მოედანზე ერთდროულად გამოიყენოს ისინი, თუ ერთმანეთს დაუპირისპიროს“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს უკვე ჰკითხეს ბარკოლა-კვარას მოსალოდნელ კონკურენციაზე, რაზეც ესპანელმა უპასუხა, რომ მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.117348