ფეხბურთი

21:57 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" 23 წლის თავდამსხმელი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ 23 წლის თავდამსხმელი ამირან ძაგანია დაიმატა.

ახალგაზრდა ფორვარდმა „იბერიასთან“ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ის ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა, გასულ სეზონში კი, ეროვნულ ლიგა 2-ში 20 გოლი გაიტანა.

თბილისის „იბერია“ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის პირველ ტურში 28 თებერვალს, „თელავს“ უმასპინძლებს და სწორედ ეს მატჩი გახსნის ახალ სეზონს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094612