UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საქმეში ბრუნდება და 15 მარტში იტალიელ მარვინ მეტორისთან 5 რაუნდიან ორთაბრძოლას გამართავს.
აღნიშნულ ჩხუბზე კომენტარი გააკეთა მარვინ მეტორიმ, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ამ დროის განმავლობაში მეგონა, რომ საუბარი რომან კოპილოვზე იყო, თუმცა რომან დოლიძე აღმოჩნდა. ყველაფერი კარგადაა, გვარი განსხვავებულია, თუმცა შედეგი იგივე იქნება." - დაწერა ვეტორმა.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძესა და მარვინ ვეტორის დაპირისპირება, რიგით მეორე იქნება. პირველ შემთხვევაში გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით იტალიელ მებრძოლს დარჩა.
რომან დოლიძემ 2024 წელს 3 ბრძოლა გამართა, საიდანაც ბოლო 2 შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მან ჯერ ენტონი სმიტი დაამარცხა, შემდეგ კი, კევინ ჰოლანდს აჯობა.









