ფეხბურთი

2:27 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" გოგლიჩიძის ნაცვლად დანიელი მცველი შეიძინა

„რომამ“ სტამბოლის „გალათასარაიდან“ ცენტრალური მცველი ვიქტორ ნელსონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნელსონი „რომას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის გაიფორმა რომაულმა კლუბმა მას შემდეგ, რაც „ემპოლისთან“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე და "რომა" ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ქართველი ფეხბურთელი „ემპოლიში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს, რომლის რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული. საბა მიმდინარე სეზონს ტოსკანურ კლუბში დაასრულებს.

ვიქტორ ნელსონს აქამდე „გალათასარაიში“, „კოპენჰაგენსა“ და „ნორდშიელანდში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093239