ფეხბურთი

22:20 | 5.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "სპორტინგი" მიყვარს, მაგრამ იქ სათამაშოდ დაბრუნებას არ ვაპირებ, აზრი არ აქვს"

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის დასრულებამდე ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნება გამორიცხა.

როგორც 40 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამას უბრალოდ აზრი არ ექნება:

„მიყვარს „სპორტინგის“ თამაშების ყურება, ეს ჩემი გუნდია, მაგრამ არ ვაპირებ იქ სათამაშოდ დაბრუნებას. ვფიქრობ, ამას აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა პორტუგალიაა, მაგრამ ყველაფერს აქვს დრო და საზღვარი“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „სპორტინგის“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი, 2002-2003 წლების სეზონშ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097756