ფეხბურთი

2:08 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ლეგანესს“ დაუპირისპირდა, რომელიც დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა მე-18 წუთზე ლუკა მოდრიჩის გოლით შეძლო დაწინაურება, ხოლო 7 წუთის შემდეგ ენდრიკმა სხვაობა ორამდე გაზარდა. „ლეგანესმა“ პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირა ჩამორჩენა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ანგარიში გაათანაბრა. დუბლი მასპინძელთა ფეხბურთელმა ხუან კრუზმა შეასრულა.

თუმცა, „სამეფო კლუბმა“ მაინც გაიმარჯვა, რადგან 93-ე წუთზე გონსალო გარსიამ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო და „რეალი“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში ასევე გასულია მადრიდის „ატლეტიკო“, ხოლო დანარჩენი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა „სოსიედადი“ – „ოსასუნას“ და „ვალენსია“ – „ბარსელონას“ წყვილებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.05435