ფეხბურთი

18:00 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე სერია A-ში იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

იტალიის სერია A-ში იანვრის საუკეთესო მწვრთნელად ანტონიო კონტე დასახელდა.

„ნაპოლიმ“ გასულ თვეში სერია A-ში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო, თანაც, საკმაოდ რთული კალენდარი ჰქონდა. ნეაპოლელებმა სტუმრად „ფიორენტინა“ (3:0) და „ატალანტა“ (3:2) დაამარცხეს, ხოლო საკუთარ მოედანზე „ვერონა“ (2:0) და „იუვენტუსი“ (2:1).

„ნაპოლი“ სერია A-ს 23 ტურის შემდეგ 54 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090862