ფეხბურთი

21:20 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინაციო აბატე იტალიური გუნდიდან განაცხადს მიღმა პრეზიდენტის შვილის დატოვების გამო დაითხოვეს

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ინაციო აბატე სერია C-ს ბინადარ „ტერნანას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯერ დაითხოვეს და რამდენიმე საათში პოსტზე დააბრუნეს.

გათავისუფლების მიზეზი შედეგები არ ყოფილა, პირიქით, „ტერნანა“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ვირტუს ენტელას“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

აბატეს გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ „ლენიანოსთან“ მატჩისთვის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტის ვაჟი, მატია დ’ალესანდრო განაცხადში არ შეიყვანა. ამ მოტივით მას კარისკენ მიუთითეს.

სულ მალე „ტერნანამ“ გამოაცხადა, რომ ახალი მწვრთნელი ფაბრიციო ლივერანი იქნებოდა, თუმცა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კლუბში გადაწყვეტილება კიდევ შეცვალეს და აბატე სამსახურში დააბრუნეს.

ინაციო აბატე სამწვრთნელო კარიერაში ახალ ნაბიჯებს დგამს და "ტერნანამდე" 2022-2024 წლებში "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093422