თურქეთში გამართულ ღია პირველობაზე პარა ტაეკვონდოში, ქართველმა პარა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. სულ ტურნირზე 20 ქვეყანა გამოდიოდა.
ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე სამი მოპოვებული მედალია.
შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა პარალიმპიადის მედალოსან ანა ჯაფარიძეს. მან მეტოქეებს აჯობა და ანტალია 2025-ის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს, პარალიმპიელი ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.









