ტურინის „იუვენტუსს“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ რანდალ კოლო მუანის იჯარის გახანგრძლივება სურს.
ფრანგი ფორვარდი იტალიურ გრანდს ცოტა ხნის წინ სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით შეუერთდა, მაგრამ „იუვეს“ მიზანია, რომ პსჟ-ს მოურიგდეს ზაფხულში ფეხბურთელის შენარჩუნებაზე.
ახალი იჯარა მოიცავს გარკვეული შედეგების მიღწევის შემთხვევაში გამოსყიდვის ვალდებულებას. კოლო მუანის ლუის ენრიკესთან ცუდი ურთიერთობა აქვს, რის გამოც ზაფხულში პსჟ-ში დაბრუნება არ სურს.
რანდალ კოლო მუანიმ „იუვენტუსში“ დღემდე სამი მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.






