ფეხბურთი

9:30 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "დემბელეს უნდა ჰკითხოთ, რა ჭამა საშობაოდ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად ანგარიშისა, რთული თამაში იყო და მეტოქე გოლს მაინც იმსახურებდა:

„ვფიქრობ, ჩვეულებისამებრ რთული მატჩი იყო და „ბრესტმა“ გოლის გატანა დაიმსახურა. თუმცა, ეს შედეგი და ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულები და ძალიან ბედნიერი ვართ. ყოველი მატჩი, რომელსაც „ბრესტის“ წინააღმდეგ ვთამაშობთ, პრობლემაა, რადგან ეს გუნდი სხვანაირად თამაშობს: შეუძლია ბურთის ფლობა, პრესინგი, გრძელი პასებით თამაში და ეს ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენი მოტივაცია მაღალია და გვსურს საპასუხო მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში მოვემზადოთ.

დემბელე? მას უნდა გკითხოთ, რა ჭამა საშობაოდ... 2024 წელს კარგი იყო, 2025 წელს კიდევ უკეთესია. შესანიშნავი კლასის ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის დახმარებას შეტევასა და დაცვაში“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბრესტის“ საპასუხო მატჩი 19 თებერვალს, პარიზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100221