UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და დაასახელა ის მებრძოლი, რომელსაც მისი აზრით ქართველი "მატადორის" დამარცხება შეუძლია.
მასვიდალის თქმით, მოვსარ ევლოევია ის მებრძოლი, რომელიც ილიას დიდ პრობლემებს შეუქმნის და დაამარცხებს.
"ილია თოფურია შესანიშნავი მებრძოლია, ჩემთვის რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, რადგან ილიაც მიყვარს და მოვსარ ევლოევიც. ვფიქრობ მოვსარ ევლოევი არის ის მებრძოლი, რომელსაც ილიას დამარცხება შეუძლია, ის ქართველისგან ბევრ რამეში განსხვავდება. მოვსარი ილიას მიწაზე გადაიყვანს და მის გაკონტროლებას შეძლებს. ის თოფურიას მსგავსად დაუმარცხებელია და ვფიქრობ მათი ბრძოლა საინტერესო იქნება." - განაცხადა მასვიდალმა.
გეტყვით, რომ ევლოევს MMA-ს რეკორდი 19:0-ზეა. აქედან ინგუშ მებრძოლს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს მოგებული. მან ბოლო ბრძოლაში ალჯამეინ სტერლინგი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ის ამ მომენტისთვის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.