„ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ტურინის „იუვენტუსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ყველამ ვიცით, რა არის ეს მატჩი, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვიცით, რომ დაძაბული შეხვედრა მოგვიწევს ხარისხიან გუნდთან, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
მატჩი 16 თებერვალს გაიმართება ტურინში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
24 მატჩის შემდეგ მილანის „ინტერი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 54 ქულით მეორე ადგილზეა. ანალოგიური შეხვედრების შემდეგ 43-ქულიანი „იუვენტუსი“ - მეხუთე საფეხურზე დგას.






