სხვა

17:00 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია:"ისლამ მახაჩევს ჩემთან ბრძოლის ეშინია და თავს არიდებს"

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ესპანურ გამოცემა MARCA-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ისლამს მასთან ჩხუბის ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს.

"ისლამს ჩემთან ჩხუბის ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს. ის ამბობს, რომ ჯუჯა ვარ, თუმცა ის ამას, რომ მართლა ფიქრობდეს, ოქტაგონს ჩემთან ერთად უკვე გაიზიარებდა. მან იცის, რომ მასზე ბევრად ძლიერი ვარ და არ არსებობს წარმოსახვაში ისეთი ასპექტი, სადაც შეიძლება მან მე დამამარცხოს. მხოლოდ ერთი ძლიერი და ზუსტი დარტყმა მჭირდება ყველაფრის დასასრულებლად. ხაბიბმა ურჩია ბრძოლაზე თავის არიდება? დარწმუნებული ვარ ხაბიბი კარგი მრჩეველია." - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ზედა წონაში ასვლა და მახაჩევთან ბრძოლის გამართვა სურს. ილიამ ბოლოს 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ იბრძოლა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091673