UFC-ის ყოფილ ჩემპიონს და ოლიმპიადის ოქროს მედალოსან ჰენრი სეხუდოს მერაბ დვალიშვილთან რემატჩი სურს და როგორც MMA Fighting-ს განუცხადა ის ამ ყველაფრისთვის მზადაა.
"100 პროცენტით მზად ვარ მერაბთან რემატჩისთვის, მინდა UFC-ის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდე, ეს ალბათ ჩემი ბოლო მცდელობა იქნება, რადგან 38 წლის გავხდი. მეორე ბრძოლაში ყველაფერი სხვაგვარად დასრულდება, გაიხსენეთ ჩემი ბრძოლები ჯონსონთან, მასთან 3 წუთში დავმარცხდი, თუმცა განმეორებით ბრძოლაში დავამარცხე." - განაცხადა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართა და ქართველმა "მანქანამ" ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოახერხა.









