სხვა

14:50 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

Aprilia All Stars ბრუნდება - 2025 წლის მთავარი მოვლენა მოტო სამყაროში

1 ივნისს, სანტა მონიკა-ჩელას ტერიტორიაზე, Misano World Circuit Marco Simoncelli-ს სარბოლო ბილიკი Aprilia All Stars 2025-ს უმასპინძლებს. ღონისძიება იტალიური ბრენდის, Aprilia-ს მიერაა ორგანიზებული და მოტოსპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მოვლენად მიიჩნევა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება Aprilia Tuareg Rally - ჩემპიონი მოტოციკლი, რომელმაც ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა Africa Eco Race-ზე.

მოტოციკლების მაღაზია “პიტსტოპ მოტო” Aprilia-ს ოფიციალური მომწოდებელია საქართველოში. მაღაზიაში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც “აპრილიას”, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

Aprilia All Stars 2025-ზე ასევე ვიხილავთ Aprilia Racing-ის MotoGP-ის ოფიციალურ მოტოციკლებს, MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონ ხორხე მარტინსა, Aprilia Racing ს მრბოლელს მარკო ბეძეკის და Trackhouse Aprilia Racing Team-ის მრბოლელებს – რაულ ფერნანდესსა და აი ოგურას.

“პიტსტოპ მოტოს” შოურუმში ჩემპიონ მოტოციკლებთან ერთად, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის მოპედები. კატალოგში Aprilia-სთან ერთად შეგხვდებათ Piaggio-სა და Vespa-ს მოპედები. მათი თანამედროვე და ინოვაციური დიზაინი ყველა მოტო მოყვარულის ინტერესს იწვევს.

მოპედებისა და მოტოციკლების გარდა, “პიტსტოპ მოტოში” შეგხვდებათ მოტო ეკიპირებაც. მაგ.: ქურთუკები, შარვლები, ფეხსაცმელები და მოტოციკლის ხელთათმანები.

სასურველი პროდუქტის შესაძენად, “პიტსტოპ მოტოს” ცენტრს რაფაელ აგლაძის #11ა-ში შეგიძლიათ ეწვიოთ. პროფესიონალურ რჩევებს პროდუქტის შერჩევასთან დაკავშირებით კი თავად “პიტსტოპ მოტოს” კონსულტანტებისგან მიიღებთ.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160213