"მილანის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა "ფეინოორდთან" მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია და აქედან ყველამ უნდა ისწავლოს და სწორი დასკვნები გამოიტანოს.
"მინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან ერთად რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, მაგრამ მხოლოდ 2 თამაშის საშუალება მომეცა. არა უშავს ეს ფეხბურთის ნაწილია, ყველამ უნდა ვისწავლოთ დიდები ვართ თუ ახალგაზრდები." - განაცხადა ფელიქსმა.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „ფეიენოორდის“ მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში როტერდამელებმა 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი იყო ტეო ერნანდესის გაძევება, რომელმაც 51-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის სცენარიც სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა.










