UFC-ის პრეზიდენტმა დენა ვაითმა ქართველ მებრძოლზე ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მიესალმება ილიას ქმედებას და მოსწონს, როდესაც ბიჭები ასე იქცევიან.
"ეს ყველაფერი ილიამ გადაწყვიტა, მან მითხრა, რომ ამ დივიზიონში ყველაფერი გააკეთა და თავისი თავი ამოწურა. მას უჭირს ამ წონის დაფიქსირება და მზადაა ზედა წონაში გადასასვლელად. ილიამ მითხრა, რომ ქამარს ათავისუფლებს, რადგან არ სურდა სხვა მებრძოლებისთვის ჩემპიონობის შესაძლებლობა წაერთმია, მე ვაფასებ, როდესაც ბიჭები ასე იქცევიან. მახაჩევისა და ილიას დაპირისპირება? არ ვიცი რა მოხდება ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება." - თქვა დენა ვაითმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქამარი 2024 წლის 18 თებერვალს მოიპოვა, მან ალექსანდრე ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დააფინიშა.