ფეხბურთი

23:44 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პორტუგალიელი „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ დასაჯეს. ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მას რასისტული განცხადებისთვის მიენიჭა, რადგან მეტოქის სათადარიგო სკამზე თქვა, რომ ისინი მაიმუნებივით ხტუნავდნენ, ხოლო ორი მატჩის გამოტოვება იმიტომ მოუწევს, რომ მეოთხე არბიტრს მიუთითა, ენახა, როგორ მსაჯობდა სლავკო ვინჩიჩი შეხვედრას, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის მატჩზე სპეციალურად იყო მიწვეული.

შეგახსენებთ, რომ „ფენერბაჰჩე“ „გალათასარაის“ უგოლოდ დაუზავდა და სატურნირო ცხრილში მთავარ კონკურენტს ისევ 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091155