დღეს, სტარტი ეროვნული ლიგის ახალმა, 2025 წლის სეზონმა აიღო, რომლის პირველი ტური არასრული გამოდგება, რადგან ორი მატჩი გადაიდო.
დიდთოვლობის გამო „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ და „სამგურალი“ – „კოლხეთის“ შეხვედრები გადაიდო. ორივე მატჩი ერთ თვეში, პირველ აპრილს გაიმართება.
პირველივე ტურში შეიცვალა ერთი მატჩის მასპინძელი: „ტორპედოს“ „გაგრასთან“ ქუთაისში უნდა ეთამაშა, მაგრამ მასპინძელი „გაგრა“ იქნება, თამაში თბილისში ჩატარდება.





