სხვა

21:59 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მესამე სატურნირო დღეს მოკლე პროგრამებით იასპარეზეს სპორტულმა წყვილებმა. 20 სპორტულ წყვილს შორის 69,18 ქულით ლიდერობს ჩვენი წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასიასა და ლუკას გამოსვლა ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება უფროსების კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტნში გაიმართება.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დებრეცენში თავისუფალი პროგრამით ხვალ, 2 მარტს იასპარეზებენ.

0.092572