ფეხბურთი

19:46 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ახალი წესი ფეხბურთში: მეკარეს ბურთთან განშორება 8 წამში მოუწევს

ფეხბურთის წესების ორგანიზაცია IFAB-მა ბელფასტში გამართულ სხდომაზე ოფიციალურად დაამტკიცა რამდენიმე წესი, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.

შეცვლილი ან კორექტირებული წესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ამბავია: დამდეგი ზაფხულიდან მეკარეს ბურთით ხელში ყოფნა მაქსიმუმ 8 წამის განმავლობაში შეეძლება. თუ ხსენებულ დროში ის ბურთს არ შეელევა, მეტოქის სასარგებლოდ კუთხური დაინიშნება.

რა თქმა უნდა, ეს სიახლე იმისთვის დაინერგება, რომ მეკარეებმა დრო არ გაიყვანონ. მსაჯი მას ბოლო 5 წამის განმავლობაში ანიშნებს/შეახსენებს, რომ დრო ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168954