„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლილთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ეს იყო საუკეთესო პირველი ტაიმი პსჟ-ს შესრულებით მიმდინარე სეზონში:
„ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი. ეს სეზონის საუკეთესო პირველი ტაიმი იყო, თანაც გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, როგორიც „ლილია“. 4 გოლის გატანა და ბევრი მომენტის შექმნა შევძელით. ეს საუკეთესო პირველი ტაიმი იყო. „ლილი“ ზოგიერთ ასპექტში, მაგალითად პრესინგზე „ლივერპულივით“ თამაშობს, რომელთანაც რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მათთვისაც რთული თამაში იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
პსჟ ლიგა 1-ს 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მარსელთან“ ამჟამად 16-ქულიანი უპირატესობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ლუის ენრიკეს გუნდი დაუმარცხებელია. პარიზელები მომდევნო ტურში 8 მარტს, სტუმრად „რენს“ შეხვდებიან, თუმცა, მანამდე, 4 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ პირველი მერვედფინალური მატჩი ელოდებათ.
პსჟ-ს ყველა ტურნირზე 27 ნოემბრის შემდეგ არ წაუგია - 22 მატჩი, 18 მოგება, 4 ფრე...






