კალათბურთი

23:30 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 15 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში, 86:80 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშა. მან 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 15 გამარჯვებით და 5 მარცხით ლიდერობას „ბრეშასა“ და „ტრენტოსთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 15 მარტს, „ტრენტოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090173