ფეხბურთი

15:27 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიში“ კანგ-ინის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,ნაპოლიმ’’ გამოთქვა სურვილი, ვიქტორ ოსიმენის ნაცვლად, ლი კანგ-ინი მიიღოს გუნდში. ამ ამბავს ბევრი გამოეხმაურა და აზრი ორად გაიყო.

,,როცა კი ვხედავ მის თამაშს, მაღიზიანებს. ვფიქრობ, ის არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ითამაშოს ,,პსჟ’’-ს დონის გუნდში’’, - აცხადებს ფრანგი კომენტატორი პიერ მენესი.

თუმცა, როგორც პარიზული მედია იუწყება, ლუის ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელის ,,ნაპოლისთვის’’ დათმობას არ აპირებს, მაგრამ მაინც მოუწევს თუ არა კანგ-ინს ბარგის ჩალაგება და სხვა კლუბში გადასვლა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სამხრეთკორეელი ფეხბურთელი პარიზულ გუნდს გასულ სეზონზე „მალიორკას“ დატოვების შემდეგ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09666