ფეხბურთი

21:05 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "იბერიამ" "ტორპედოს" აჯობა, "თელავმა" სეზონში პირველი თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში სტარტი მეორე ტურმა აიღო, სადაც სეზონის მთავარი ფავორიტები „იბერია“ და „ტორპედო“ შეხვდნენ.

მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძემ გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში ერიკ პიმენტელის ავტოგოლით სხვაობა ორამდე გაიზარდა და თბილისურმა კლუბმა 2:0 მოიგო.

„იბერიას“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „ტორპედოს“ აქტივში 3 ქულაა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება.

„თელავმა“ თავის მხრივ, ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მეორე ტაიმის სტარტზე გამარჯვების გოლი ტატო ჟივიძემ გაიტანა და მასპინძლებს სეზონში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. „კოლხეთისთვის“ ეს სეზონში პირველი თამაში იყო.

ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი 6 მარტს გაიმართება: „გაგრა“ – „დილას“, „დინამო თბილისი“ – „სამგურალს“ და „გარეჯი“ – „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„იბერია“ – „ტორპედო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (39), 2:0 პიმენტელი (65, ა.გ)

„თელავი“ – „კოლხეთი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჟივიძე (58)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176228