„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა აღიარა, რომ მის გუნდს ძალიან გაუმართლა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, რომელიც ჰარვი ელიოტის გოლით 1:0 დაამარცხა.
სლოტმა ასევე გაიხსენა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, რომელიც მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა:
„გულახდილი ვიყოთ, ჩვენთვის ფრეც გამართლება იქნებოდა. პსჟ-ს პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ჰქონდა და მეორეშიც ჩვენზე უკეთესი იყო. ვიცოდი ამ გუნდის ხარისხი, ნიჭი. დღეს საუკეთესო ჩვენი მეკარე იყო.
ნამდვილად გაგვიმართლა, რომ პირველ ტაიმში კვარაცხელიას გოლი თამაშგარე იყო. ნახეთ მატჩი, 1:0 ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია. ყველა სტატისტიკური მონაცემი აჩვენებს, რომ პსჟ უკეთესი იყო. პსჟ-ს დღევანდელი ხარისხი უდავოა, ყველაფერი მოწმობს, რომ ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდია. ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა და ჩვენმა ფანებმაც ნახეს. მომავალ კვირაში კიდევ უფრო რთული თამაში იქნება.
მართლაც სასწაული იყო, რომ ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მათ ნაკლები დარტყმა ჰქონდათ, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრჯერ შეეძლოთ გატანა, „პარი სენ-ჟერმენმა“ დღეს გვაჯობა. მომდევნო შეხვედრაში ისინი ასევე ითამაშებენ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ლივერპულთან“ დუელში კი, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.









