„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი „ლივერპულთან“ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.
როგორც ფრანგული მედია იტყობინება, კამპოსი მატჩის შესვენებაზე სტადიონის გვირაბში მსაჯებს უყვიროდა და პირველ ტაიმში იბრაჰიმა კონატე-ბრედლი ბარკოლას ეპიზოდში არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა.
„პენალტი ან წითელი ბარათია, ეს ყველგან პენალტი ან წითელი ბარათია“, - ყვიროდა გაცხარებული კამპოსი.
შეგახსენებთ, რომ მატჩის 25-ე წუთზე ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, მაგრამ იტალიელ მსაჯთა ბრიგადამ არც პენალტი დანიშნა და არც ფრანგი მცველი გააძევა.
„ლივერპულმა“ პსჟ ჰარვი ელიოტის გოლით 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.