29 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ნაპოლი" დატოვოს.
აღნიშნულ ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელსა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ანგისა ხელფასის მომატებას ითხოვს, რაც დე ლაურენტის არ მოსწონს. ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ კამერუნელს "პარტენოპეისთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილავთ.
ზამბო ანგისა "ნაპოლის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 28 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გოლტან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.