„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნოტინგემთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს მატჩი შანსია, რომ „სიტიმ“ სატურნირო ცხრილში წინსვლა მოახერხოს.
„დიდ კლუბებში ყოველთვისაა ზეწოლა. განსხვავებული სეზონია ჩვენთვის, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ვცდილობთ ოთხეულში მოხვედრას. ხვალ გვაქვს შესაძლებლობა, რომ პოზიცია გავიუმჯობესოთ, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“, - თქვა გვარდიოლამ.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში ამჟამად 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და თუ „ნოტინგემს“ დაამარცხებს, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლებს.









