ფეხბურთი

19:47 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო უილიამსმა განმარტა, რატომ არ გადავიდა გასულ ზაფხულს „ბარსელონაში“

ბილბაოს „ატლეტიკის“ გარემარბმა, ნიკო უილიამსმა უპასუხა კითხვას, რატომ არ შედგა მისი „ბარსელონაში“ ტრანსფერი გასულ ზაფხულს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანა" მზად იყო ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში 62 მილიონი ევრო გადაეხადა.

„ატლეტიკი ჩემი ოჯახია. კლუბში წარმოუდგენელი ურთიერთობები გვაქვს. არა მგონია, სხვაგან ასეთ ატმოსფერო ვიპოვო. იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიმაჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, - განუცხადა უილიამსმა FF-ს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167026