სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:32 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ სალაჰის ორი პენალტის წყალობით დაამარცხა „საუთჰემპტონი“ და „არსენალს“ 16 ქულით გაუსწრო

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ექვსი მატჩი იმართება. 4 უკვე დასრულდა. საინტერესოა, რომ ლიდერი „ლივერპული“ , ბოლოადგილოსან „საუთჰემპტონთან“ შინ აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა - 3:1.

ანგარიში მატჩში 45+1 წუთზე გახსნა, სტუმართა ნახევარმცველმა უილიამ სმოლბონმა გაიტანა. დარვინ ნუნიესმა 51-ე წუთზე გაათანაბრა. 54-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. 88-ზე კი მანვე კიდევ ერთი პენალტი დაარტყა ზუსტად და დუბლი შეასრულა.

ახლა „ლივერპულმა“ 70 ქულა მოაგროვა და უშუალო კონკურენტ „არსენალს“ 16 ქულით გაუსწრო, თუმცა „მეთოფეებზე“ ორი მატჩით მეტი ჩაატარა. .„საუთჰემპტონს“ 28 მატჩიდან 9 ქულა აქვს და ბოლო, მე-20 ადგილზეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. 28-ე ტური. 8 მარტი: ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ სიტი 1:0, ბრაიტონი - ფულემი 2:1, კრისტალ პალასი - იფსვიჩი 1:0, ლივერპული - საუთჰემპტონი 3:1, ბრენტფორდი - ასტონ ვილა და ვულვერჰემპტონი - ევერტონი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094304