სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:13 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას" გუნდის ექიმის გარდაცვალების გამო „ოსასუნასთან" მატჩი გადაიდო

„ბარსელონამ“ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) განცხადება გამოაქვეყნა ესპანური პრიმერას 27-ე ტურის „ოსასუნასთან“ მატჩის გადადების შესახებ. ექიმის კარლეს მინიარო გარსიას გარდაცვალების გამო გადადების შესახებ. შეხვედრა ბარსელონაში უნდა გამართულიყო.

„ბარსელონა“ დიდი მწუხარებით აცხადებს პირველი გუნდის ექიმის კარლეს მინიარო გარსიას გარდაცვალების შესახებ დღეს საღამოს. ამის გამო „ოსასუნასთან“ მატჩი გადაიდო.

„ბარსელონას“ დირექტორთა საბჭო და მთელი პერსონალი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მეგობრებს ამ რთულ დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175359