ფეხბურთი

10:40 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა "ატალანტასთან" მარცხზე: "ახლა სკუდეტოზე საუბარი აღარ იქნება"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ატალანტასთან“ მარცხის (0:4) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და პირველი გოლის შემდეგ მენტალურად გაუჭირდა.

„მოწყენილი და დამწუხრებული ვართ. ახლა სკუდეტოს მოგების შესაძლებლობაზე აღარ ვისაუბრებთ! სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი და ვიფიქროთ მომდევნო თამაშზე, რომელიც ძლიერი გუნდის, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გველოდება. არ არის სასიამოვნო ასეთი მარცხი, მაგრამ განსხვავებულია „ემპოლისთან“ წაგებისგან, დღეს თამაში კარგად დავიწყეთ.

ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. საეჭვო პენალტის შემდეგ გვინდოდა შეტევა, მაგრამ მათ კონტრშეტევებზე შესანიშნავად ითამაშეს. სერია A-ში მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ, პირველი გოლის შემდეგ მენტალურად გაგვიჭირდა, წონასწორობა დავკარგეთ.

ამ გუნდის მომატების უზარმაზარი ადგილი აქვს. წელს რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ. დღევანდელი საღამო მძიმეა ყველასთვის, მაგრამ ამ მატჩიდან სწორ მინიშნებებზე უნდა ვიმუშაოთ, რათა წონასწორობა ვიპოვოთ“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ „ლაციოს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093353