ფეხბურთი

15:05 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინტერესი იზრდება, რაფაელ ლეაოს ახალი მსურველი გამოუჩნდა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მილანი" დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. წყაროს ცნობით ლეაოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება ზაფხულში "როსონერის" აუცილებლად დატოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის "ჩელსის" შემდეგ პორტუგალიელით კატალონიის "ბარსელონაც" დაინტერესდა და ზაფხულში მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაო "მილანს" 2019 წელს შეუერთდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლეაოს სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 75 მილიონი ევროა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093445