„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა ჯიმ რეტკლიფმა განაცხადა, რომ მისი გუნდის შემადგენლობა სუსტია და ბევრი ფეხბურთელი მაღალი დონის არ არის.
აქედან გამომდინარე რეტკლიფი ფიქრობს, რომ რუბენ ამორიმი შესანიშნავად მუშაობს, რადგან დაბალი კლასის ფეხბურთელებით მაქსიმალურ შედეგს აღწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ „მანჩესტერის“ მიზანია 2028 წელს პრემიერლიგა მოიგონ.
„ზოგი ფეხბურთელი უბრალოდ არ არის საკმარისად კარგი, ზოგშიც ზედმეტი ფულია გადახდილი. გუნდის აშენებას, რომელზეც ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულნი ვართ, დრო დასჭირდება.
მიუხედავად ამისა, გუნდში რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი. კაპიტანი ზღაპრული მოთამაშეა, ბრუნო ნამდვილად გვჭირდება, მის გარეშე ნამდვილად რთული იქნებოდა. მესმის ფანების გაბრაზების, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ არის იქ, სადაც ისინი ელიან. ისინი ჩვენგან პრემიერლიგის მოგებას და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას ელიან, რასაც ვერ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ჯერ სახლი უნდა მოვაწესრიგოთ, ეს არის გზა, რათა გამარჯვებას დავუბრუნდეთ. ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროა. ჩვენი მიზანი 2028 წელს პრემიერლიგის მოგებაა. არ მგონია, მისია შეუძლებელი იყოს. ვფიქრობ, მიზნების ქონა კარგია.
ამ ზაფხულს ამორიმს ტრანსფერებისთვის ბიუჯეტს გამოვყოფთ, რაოდენობის გამხელას არ ვაპირებ. ვფიქრობ, „არსენალის“ წინააღმდეგ ვნახეთ, რა შეუძლია ამორიმს. რუბენ ძალიან კარგად მუშაობს. რეალურად თუ შევხედავთ შემადგენლობას, რომელიც მის განკარგულებაშია, ვფიქრობ, ნამდვილად კარგად მუშაობს, გულწრფელად რომ ვთქვათ. ის ახალგაზრდა და შესანიშნავი მწვრთნელია, ვფიქრობ, „მანჩესტერში“ დიდხანს იქნება“
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 28 ტურის შემდეგ 34 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.









