„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლთან“ დაპირისპირების წინ ისაუბრა.
მან „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პენალტებში მარცხი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და „ლივერპული“ სეზონში დარჩენილ მიზნებზე ფიქრობს:
„მოუთმენლად ველოდებით ფინალის თამაშს, არ შეიძლება ეს არ დააფასო ქვეყანაში, სადაც ამდენი კარგი გუნდია. ვინაიდან, ფინალში ჩვენ ვართ, ვეცდებით, გავიმარჯვოთ. თუმცა, ეს არის ის, რაც „ნიუკასლსაც“ სურს. ყველას სურს ფინალში თამაში.
პსჟ-სთან მატჩში ინტენსივობის დონე ყველაზე მაღალი იყო, რაც მთელი სეზონის განმავლობაში მინახავს, შევქმენით რამდენიმე მომენტი, რომელსაც როგორც წესი, ვიყენებთ, მაგრამ ამჯერად ეს ვერ შევძელით. დიახ, თამაშით მეც ვისიამოვნე, ეს იყო სუფთა ფეხბურთი. პენალტებში გავარდნა იმედგაცრუება იყო, მაგრამ ამ სეზონში ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი“, - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ნიუკასლის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.