ფეხბურთი

19:03 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრია დელიბაშიჩი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 2023 წელს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, რომლისგან განკურნება ვერ მოახერხა.

ანდრია დელიბაშიჩმა 2009-2013 წლებში მონტენეგროს ნაკრებში 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მას საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა, რომლის განმავლობაში „პარტიზანში“, „მალიორკაში“, „ბენფიკაში“, „ბრაგაში“, აეკ-ში, „ბეირა-მარში“, „სოსიედადში“, „ჰერკულესში“, „რაიო ვალეკანოსა“ და „სუტიესკაში“ ითამაშა.

დელიბაშიჩს ერთი გოლი საქართველოს ნაკრების კარშიც აქვს გატანილი: 2009 წლის 10 ოქტომბერს, სწორედ მან გაუტანა ექტორ კუპერის გაწვრთნილ საქართველოს გამარჯვების გოლი (2:1), რომელიც მისთვის ნაკრებში სადებიუტო იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169167