საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
სტატისტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა სომხეთთან მატჩიდან (3:0) გიორგი მამარდაშვილი (7.90 შეფასება), გიორგი ქოჩორაშვილი (7.82), გიორგი ჩაკვეტაძე (7.57) და გიორგი მიქაუტაძე (8.78) გამოარჩია.
მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა, ქოჩორაშვილმა ერთი, ხოლო მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე საგოლე პასებით გამოირჩნენ.
სიმბოლურში სწორედ ყველაზე მეტი ქართველია (4). შემდეგ მოდის 3 ირლანდიელი, ორი კოსოვოელი, ხოლო თითო ფეხბურთელი ბულგარეთის და ისლანდიის ნაკრებიდან გამოარჩიეს.