ფეხბურთი

21:06 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიამ ლიხტენშტაინს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში 0:3 მოუგო

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში სტუმრად ლიხტენშტაინი დაამარცხა - 0:3.

სტუმრების გოლები ალექსანდრე ტრაიკოვსკიმ, ვისარ მუსლიუმ და ბოიან მიოვსკიმ გაიტანეს.

მაკედონია - ლიხტენშტეინის მატჩი პირველი გახლდათ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის J ჯგუფში.

შაბათს, 22 მარტს, ამავე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება: უელსი ყაზახეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093211