საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 6:1 გაანადგურა, თუმცა ამ მატჩში მხოლოდ დადებითი ასპექტები არ ყოფილა.
თამაშის დასრულებისთანავე მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ, რაც უეფას წესდებით აკრძალულია. გარდა ამისა, მოედანზე შეჭრილმა ქომაგებმა სტუმართა სექტორისკენ სხვადასხვა ნივთის სროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს, საქმეში პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ უეფასგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორწლიანი პირობითი სასჯელი აქვს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მიიღო, რადგან ალბანეთთან შეხვედრაში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გულშემატკივრებმა სტადიონის გასასვლელების ბლოკირება მოახდინეს, ასევე, გამოიყენეს ლაზერი და პიროტექნიკა, რაც აკრძალულია.
შედეგად, მაშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფულადი ჯარიმა და პირობითი სასჯელი მიიღო. სომხეთთან მატჩში კი, უფრო სერიოზული ინციდენტები მოხდა, ამრიგად, დიდი შანსია, რომ მომდევნო საშინაო თამაში საქართველოს ნაკრებმა უმაყურებლოდ ჩაატაროს.
საუბარია, ოფიციალურ მატჩზე, რომელიც 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ეგიდით ელოდება... დიდი შანსია, შესარჩევ ციკლში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მატჩმა უმაყურებლოდ ჩაიაროს.









