ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონი დაკომპლექტდა და ოთხივე დივიზიონის მონაწილეები ცნობილია.
საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში შეძლო ადგილის შენარჩუნება, მას შემდეგ, რაც სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 გაანადგურა (3:0, 6:1).
ოთხივე დივიზიონი შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
A დივიზიონი
ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი, უელსი, ბელგია.
B დივიზიონი
ავსტრია, ბოსნია, საქართველო, უნგრეთი, ისრაელი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია.
C დივიზიონი
ბულგარეთი, ალბანეთი, სომხეთი, ბელარუსი, კვიპროსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ყაზახეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, სან მარინო, სლოვაკეთი
D დივიზიონი
ანდორა, აზერბაიჯანი, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა.
გიბრალტარი, ლატვია, ლუქსემბურგი და მალტა - ორი ნაკრები C დივიზიონში იქნება, ორიც - D დივიზიონში.
აქვე ვთქვათ, რომ საქართველო წილისყრაზე მესამე კალათაში იქნება განთესილი, ისევე, როგორც სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი, შესაბამისად, მათ ვერ შეხვდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება.









