UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ Men’s Health-თან მიცემულ ინტერვიუში, კომენტარი წონის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში მის დონეზე არავინაა და ჩემპიონი აუცილებლად გახდება.
"უკვე მსუბუქი წონის ჩემპიონი ვარ, ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო წონას არ შევიცვლიდი. ამ დივიზიონში ჩემს დონეზე არავინაა. ახლა მოტივირებული და აღფრთოვანებული ვარ, რადგან წინ ახალი თავგადასავლები და გამოწვევები მელოდება." - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საკუთარი ნებით დათმო ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ქართველი მებრძოლი ახლა მორიგი ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება. როგორც დენა უაითმა განაცხადა, ილიას მომავალი მეტოქის ვინაობა 2 კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.









